www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტეგრა
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

კომპანია "ინტეგრა" სისტემური ინტეგრატორია და 2015 წლიდან გთავაზობთ თანამედროვე გადაწყვეტილებებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მისიაა ინოვაციური IT ინფრასტრუქტურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით ბიზნეს პრობლემების გადაჭრა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე ხანძარ დეტექციის/სიგნალიზაციის (Fire Alarm) სისტემების დიაგნოსტიკა/ხარვეზების აღმოფხვრა;
** ობიექტებზე დაცვის სიგნალიზაციის (Intrusion Detection) და დაშვების სისტემების (Access Control) დიაგნოსტიკა/ხარვეზების აღმოფხვრა;
** ობიექტებზე უკვე დამონტაჟებული სამეთვალყურეო სისტემების (Dahua, Hikvision, Bosch, Axis, Pelco) დიაგნოსტიკა, CCTV პრობლემის იდენტიფიკაცია (როგორც პროგრამულ ისე ტექნიკურ მხარეს), ხარვეზების აღმოფხვრა;
** მომხმარებელთან საუბრისას პრობლემების იდენტიფიკაცია;
** VMS დიაგნოსტიკა, საბაზისო დონეზე საფორთი;
** ობიექტებზე პასუხისმგებელი პირის კონსულტაცია იმპლემენტირებულ ტექნოლოგიებთან და პროდუქტებთან მუშაობის/მართვის პრინციპების საკითხებზე;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული პროფესიული სერტიფიცირების პროგრამებში და სასწავლო პროექტებში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** 1 წლიანი რელევანტური სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სიგნალიზაციებთან და სახანძრო სისტემებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება 1000-1500 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და ტრანსპორტირების ანაზღაურება;
** პროფესიული სასერტიფიკატო კურსების/ტრენინგების დაფინანსება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე vacancy@integra.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |