სასტუმრო "Passport" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში ოთახების სისუფთავეზე ზრუნვა სტანდარტების შესაბამისად.
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება.
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის და მიმღების სისუფთავეზე.
** საწმენდი საშუალებების და ინვენტარის მოხმარების წესების ცოდნა.
** აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
** წუნდებული თეთრეულის სწორი და დროული აღმოჩენა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
** ყოველი მე-4 დღე დასვენებას.
** ანაზღაურება 800 ლარი.
** პერსონალის კვებას უზრუნველყოფას.
** მეგობრულ და თბილ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@passporttbilisi.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("დიასახლისი"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 557259378 ან 577580045