www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას - სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.
კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც გასწავლით როგორ მოიპოვოთ პირველობა და კვალიფიკაცია შესყიდვების სფეროში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** FitPass.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელობის რეპორტინგი;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური და მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების კარგი უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |