www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების კონკურენტულ უპირატესობებზე მიბმული მარკეტინგული აქტივობების მართვა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის შესაბამისი პიარ და მარკეტინგული არხების განსაზღვრა, კონცეფციის შექმნა და განვითარება;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი ბრენდის/პროექტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** სტრატეგიული და ტაქტიკური მედია დაგეგმარება;
** მიზნების ასახვა შედეგებში და ანალიზი;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების და კლიენტების შესწავლა, დამკვეთთა კმაყოფილების დონის ანალიზი;
** აქტივობების ბიუჯეტის განსაზღვრა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** ბიზნეს ასოციაციებთან ურთიერთობა. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის პრეზენტირება;
** ღონისძიებების, გამოფენების კონცეფციის შემუშავება და განხორციელება გუნდთან ერთად.
** თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მსგავსს სფეროში;
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული სტრატეგიების მართვის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში;
** მარკეტინგული კვლევების და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სოციალური მედიის, Google Adword-ს და SEO-ს მართვის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დედლაინების დაცვა;
** პასუხისმგებლიანობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებული;
** კრეატიულობა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2022 წლის 04 სექტემბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ ქონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ ქონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |