www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi Stadium") არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 48 საათი
გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ბარათის შევსება და სტუმრების ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** გასაღებების გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად;
** საჭიროებისამებრ, ოთახების განაწილება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად
** უშუალო ხელმძღვანელისთვის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის განხრით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (უპირატესია);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - Opera

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: HA1L2-hr@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |