www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია "Ecovis Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაქმების პერსპექტივით) ბუღალტრული მიმართულებით.

მოთხოვნები:

განათლება: ტექნიკური - განიხილება მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც;
სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
სავალდებულოა ინგლისური B2 და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
** სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრის მე-11 სართული)

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

ტესტირება:

** ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
** ტესტირების თემა: ბუღალტრული აღრიცხვები
** გასაუბრება: ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
** კონკურენტული სახელფასო სისტემას;
** სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |