www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის, მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს მისო "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრისა და მონიტორინგის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ქოლცენტრი სამსახურის ვალდებულებები:

** უწყვეტად სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა;
** ქოლცენტრის ტელეფონებით კავშირის დამკვიდრების უზრუნველყოფა;

მომხმარებელზე ინფორმაციის მიწოდება:

** ბერმელის პროდუქტებზე;
** ბერმელში არსებულ მათ მიმდინარე სესხებზე;
** საჭიროების შემთხვევაში მსესხებელთა დაკავშირების უზრუნველყოფა შესაბამის განყოფილებაში.
** ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობაზე ყოველთვიურად ქოლცენტრში გაწეული მუშაობის შესახებ.

მონიტორინგის სამსახურის ვალდებულებები:

** თანამშრომელთა სამუშაოს დილის კონტროლი უნებართვო გაცდენა დაგვიანების დაფიქსირება (თუ იქნება ასეთი).
** შიდა და გარე კამერების, ჩამწერების ელ-ტაბლოების და ასევე ცისკოს აპარატების მუშაობის კონტროლი და დაზიანების დაფიქსირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული, დახვეწილი ქართული მეტყველება;
** საკითხის ლაკონურად, მაგრამ გასაგები ენით ახსნის უნარი;
** კომპიუტერული უნარების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** კომუნიკაბელური;
** კეთილგანწყობილი;
** მომსახურებაზე ორიენტირებული;
** აქტიური, ენერგიული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი.

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთით კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება: 875 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@bermeli.ge

ტელ: +995 568 700 300



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |