www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელ. კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული სამუშაო გარემო.

ფუნქცია მოვალეობები:

** ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი
** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის გაწერა, ციფრული მარკეტინგის მენეჯერისთვის პრიორიტეტების დასახვა და მონიტორინგი
** ელექტრონული პლატფორმის დახვეწა, განვითარება, განსაკუთრებით სამომხმარებლო გამოცდილების მიმართულებით
** ახალი გაყიდვების არხების შერჩევა, სამოქმედო გეგმის გაწერა, განხორციელება და მონიტორინგი
** პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორი კომპანიების ჩართვა
** ელ. კომერციის გუნდის მართვა
** საიტზე განთავსებული კონტენტის სრულყოფილად განთავსებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელება
** შვილობილი კომპანიების ვებ პლატფორმების მართვა და გაუმჯობესება გუნდთან ერთად
** ელექტრონული პლატფორმისთვის ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესების დაგეგმვა და განხორციელება
** ელექტრონული პლატფორმაზე ახალი და ინოვაციური პროდუქტების დანერგვა
** ხელმძღვანელობისთვის შედეგების მიწოდება და რეპორტინგი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგული, ხელსაწყოების საფუძვლიანი ცოდნა (SMM, Google Ads, SEO, Google Analytics და ა.შ)
** ელექტრონული პლატფორმის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკური ხელსაწყოების საბაზისო დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომერციული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |