www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის მისიის მენეჯერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

ჩვენ შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ? ღამის მისიის მენეჯერს:

** ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
** რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
** უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
** მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა
** ურჩევნია ღამით მუშაობა

რას გააკეთებ?

შეუერთდები სფეისის გამოცდილ მისიის მენეჯერებს მომხმარებელზე ზრუნვის საპასუხისმგებლო მისიაში
უპასუხებ მომხმარებლებს ტელეფონზე ან ჩათში, დაეხმარები მათ, მიაწოდებ ინფორმაციას და მოუგვარებ პრობლემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში

სასურველია:

** Call center-ში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** B6 თან და CRM თან მუშაობის გამოცდილება

გაითვალისწინე, მისიის მენეჯერობის გამოსაცდელი ვადა 6 თვეა.

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |