www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, ნავთლუღის ფილიალში.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნავთლუღი, მეველეს #20
სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს და არა მაღაზიის მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით
** პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს) ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |