www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: PM Metal
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "PM Metal" აცხადებს ვაკანსიებს შესყიდვებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერების პოზიციებზე.

1. შესყიდვების მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
ანაზღაურება: 2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/ან საწარმო სფეროში შესყიდვების პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
ანაზღაურება: 3000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა არხით პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა B2B მიმართულებით;
** კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამაში ასახვა და მონიტორინგი;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** პარტნიორებთან ურთიერთობა;
** მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების მიმართულებით სამშენებლო/ან საწარმო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** აქტიური და ინიციატივიანი;
** მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შრომისუნარიანი და მიზანდასახული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |