www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

საცალო გაყიდვების სუპერმარკეტების ქსელი "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას რუსთავში და კახეთის რეგიონში (ერთად) მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალების საოპერაციო სტანდარტების მიხედვით პროცესების მართვის კონტროლი და მონიტორინგი;
** საოპერაციო დეპარტამენტის გამართულად უზრუნველყოფის მიზნით სუპერმარკეტის ობიექტებისთვის სამუშაო პროცედურების შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა;
** ფილიალებში არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით გეგმური ვიზიტების განხორციელება (მივლინება) და შემუშავებული ჩეკლისტის შესაბამისად შემოწმება;
** მომსახურების კორპოტრატიული სტანდარტების მიხედვით პერსონალის მუშაობის კონტროლი და მონიტორინგი;
** ფილიალებში პლანოგრამების (პროდუქციის თაროზე განთავსების) სტანდარტის დაცვის მონიტორინგი;
** სალაროს და სწრაფი გადახდის აპარატების მუშაობის მონიტორინგი სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების მოკვლევა ხელმძღვანელის მხრიდან შერჩეულ პოზიციებზე;
** მაღაზიის ინვენტარიზაციის გეგმის პერიოდული ანალიზი და ვადების მონიტორინგი;
** მაღაზიის ადმინისტრაციისთვის დაგეგმილი ცვლილებებისა თუ სიახლეების შესახებ დროულად და ეფექტიანად ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის მომზადების პროცესში შესაბამისი ჩართულობა;
** დადგენილი პერიოდულობით ობიექტების მენეჯერებისთვის კომპეტენციის ფარგლებში მაღაზიის ეფექტიანად მართვასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;
** დაქვემდებარებულ პერსონალთან პერიოდულად შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, ჩართულობის და მოტივაციის ამაღლების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია კვების რითეილის მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Ms Excel-ის ცოდნა;
** სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** სიტუაციური ანალიზის უნარი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვისა და სწავლის უნარები;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათს 09:00-დან 14:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: Hr.Info@expresschain.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |