www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარაგების და ინვენტარის გადამმოწმებელი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

მარკეტების ქსელი "გვირილა" ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს "გვირილას" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მარაგების და ინვენტარის გადამმოწმებლის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** მაღაზიების ვიზიტი და პროდუქციების მარაგების აღრიცხვა/კონტროლი
** ინვენტარიზაციის აღწერა და გადამოწმება
** მენეჯერების მიერ აღწერილი ინფორმაციის გადამოწმება
** ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და რეპორტინგის წარმოება, წარდგენა
** პრობლემების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელთან მოხსენება
** ახალ მაღაზიებში ინვენტარის დასტიკერება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** საკუთარი ავტომობილის ან მოპედის/მოტოციკლეტის ყოლა
** ექსელის ცოდნა
** A/B კატეგორიის მართვის მოწმობა

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდს

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |