www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

"ბაზარი" წისქვილის ერთ-ერთი უახლესი პროექტია - მოიცავს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების თანამედროვე მარკეტს, თუმცა აცოცხლებს ძველი, ტრადიციული ბაზრის თემატიკას. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/bazari.com.ge

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ახლად გახსნილ "ბაზარი"-ის გუნდში გვაქვს მარკეტის ადმინისტრატორის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის #57
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 850 ლარი + საბონუსე სისტემა
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების (ობიექტების მიხედვით) აკუმულირება, ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციას სრულყოფილად ცოდნა.
** ფასების სწორად და დროულად განთავსება და კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ. შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ. გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ. გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |