www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული ანიმატორი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "Realtor.ge" გთავაზობთ ვაკანსიას გრაფიკული ანიმატორის პოზიციაზე, ანიმაციური ვიდეორგოლების შესაქმნელად.

მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება;
** სასურველია, ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** მითითებების ზუსტი და ჯეროვანი შესრულება;
** სასურველია პროგრამების Renderforest და Vyond-ის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდბუქის გათვალისწინებით სხვადასხვა შინაარსისა და ხანგრძლივობის ანიმაციური ვიდეო რგოლების შექმნა პროგრამების Renderforest-ისა და Vyond-ის მეშვეობით;
** მითითებული ვადების დაცვა;
** პროექტისათვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
** მიწოდებული სცენარის ანიმაციაში გადატანა.

სამუშაო პროგრამის ბმულები:

https://www.renderforest.com/template/explainer-world-toolkit
https://think.vyond.com/aff-why-vyond?gspk=YXp1cmFuZ3V5ZW44NTUy&gsxid=psxiO7hTLbqt

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 11:00-16:00
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი.

განხილვის შემდგომ, კანდიდატს ეძლევა 1 კვირა, კონკრეტული დავალების შესასრულებლად. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი დასაქმდება კომპანიაში ხანგრძლივი ხელშეკრულებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: marketing@realtor.ge; სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |