www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Flexsecure
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ზოგადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ორიენტაცია;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (ინგლისური;რუსული)
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა:
** (microsoft office excel;Microsoft Office Word; Microsoft Office PowerPoint;Microsoft Office Outlook);

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.
** ანაზღაურება - დასაბეგრი 1250 ლარი + ბონუსები.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: info@flexsecure.ge და გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

CV-ის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 30 სექტემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |