www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Ashley Homestore
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"Ashley Homestore" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

კომპანიის შესახებ: კომპანია "ეშლი" დაარსდა 1945 წელს აშშ-ში რწმენით, რომ ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი ავეჯის გაკეთება. დღეს Ashley Furniture Homestore ავეჯისა და მატრასების რეალიზატორი ყველაზე დიდი ბრენდია მსოფლიოში. Ashley საქართველოში წარმოდგენილია 5 ფილიალით.

სამუშაოს აღწერილობა:

** მომხმარებლის მომსახურება შოურუმში კორპორატიული სტანდარტით
** მომხმარებლისთვის ოპტიმალური ავეჯისა და სახლის დეკორაციების შეთავაზება
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან დაკავშირება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** შოურუმში მერჩენდაიზის წესების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
** საცალო გაყიდვის სფეროში ნებისმიერი გამოცდილება
** MS Office პროგრამების ბაზისური ცოდნა
** გუნდში მუშაობის უნარი

კომპანიის უპირატესობები:

** პროფესიულ ტრენინგები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: giorgi@ashleyhome.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

"Ashley Homestore"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |