www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მონოლითური სამუშაოების შესრულებაზე
მომწოდებელი: ლაქშერი რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

დეველოპერული კომპანია - შპს "ლაქშერი რეზიდენსი" აცხადებს ტენდერს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მონოლითური სამუშაოების შესრულებაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** მსგავსი მასშტაბის განხორციელებული პროექტები;
** სამშენებლო და საპროექტო ჯგუფის არსებობა, რომელიც კონკრეტულ ობიექტზე იმუშავებს;
** კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების თანამშრომელი;
** მუდმივად უნდა გამოგზავნოთ "რეპორტი" მიმდინარე სამუშაოების მიხედვით.

მოვალეობები:

** მიწის სამუშაოები
** ქვაბულის ამოღება
** ფუძე-საძირკვლების მოწყობა
** რ/ბ სივრცული კარკასის მოწყობა
** სართულშუა ფილის მოწყობა სახურავის ჩათვლით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი შემოთავაზება უნდა შეიცავდეს:

** კომპანიის შესახებ ინფორმაციას და ამონაწერს.
** ფასებს (ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით; ხარჯთაღრიცხვაში გაუფასებელი სამუშაოები არ ანაზღაურდება დამკვეთის მიერ და მათი შესრულების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ეს სამუშაოები დაიფარება სხვა სამუშაოების ხარჯზე).
** გადახდის პირობებს;
** განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს მისამართის მითითებით (პრეზენტაციის სახით, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება ყველაზე დიდი მოცულობის პროექტი კვ.მ-ებში);
** გარანტიის პირობებს;
** ხელშეკრულების ფორმას.

ხელშეკრულების პირობები:

** შემსრულებელს ეძლევა ხელშეკრულების დადებიდან 9 თვე სამუშაოების შესასრულებლად.
** შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო.

დამატებითი ინფორმაცია:

მოცემულ ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს
ტენდერში მონაწილე თავს თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი, არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარებისა და შედეგების ხასიათის მიუხედავად. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც შემსყიდველი შეწყვეტს შესყიდვის განხორციელებას და/ან არ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

შესაძლებელია ადგილზე მისვლა და საპროექტო მიწის ნაკვეთის ნახვა.

საპროექტო ობიექტის შესახებ:

** საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. მარნეულში და შეადგენს 1287 კვ.მ-ს;
** საერთო მოშენების ფართობია 9402.72 მ2;
** საცხოვრებელი კორპუსის სართულიანობა (მიწისქვეშა სართულის ჩათვლით): 11;
** მიწისქვეშა სართულის ფილა: 865.34 მ2;
** პირველი სართულის ფილა: 863.68 მ2;

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სამშენებლო გამოსაყენებელი მასალების ცხრილი;
** ასაშენებელი საცხოვრებელი კორპუსის არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტი.

კითხვების შემთხვევაში:

დარეკეთ: (+995) 596 72 77 77
ან მოგვწერეთ: info@kanda.ge | berulavat@kanda.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |