www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბარათე ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ფეი უნიქარდი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

საგადახდო სისტემა ფეი უნიქარდი აცხადებს ვაკანსიას - საბარათე ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** ელექტრონულ საფულესა და საგადახდო ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა, მონიტორინგი
** სახაზინო ოპერაციებისა და გაცვლითი კურსების პროდუქტების მართვა და მონიტორინგი
** კლიენტების ბაზის ანალიზი, პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრა
** შემოსული სადაო საკითხების საფუძველზე ტრანზაქციების მონიტორინგი და შემდგომი რეპორტინგი, პრობლემის იდენტიფიცირება და მინიმიზაცია
** ვიზას და მასტერქარდის სისტემებთან დაკავშირებული კლირინგის სისტემების ცოდნა
** სატელეფონო ცენტრის მიერ დაფიქსირებული/შემოსული საკითხები საოპერაციო ჭრილში, მათზე დროული რეაგირება და პრობლემების მოგვარება
** მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის განვითარება საოპერაციო ჭრილში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის და ფინანსების მიმართულებით)
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბარათე და საოპერაციო მიმართულებით
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და/ან რუსული ენის კარგად ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** გუნდურობა.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი - სრული, სტანდარტული;

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საბარათე ოპერაციების მენეჯერი.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.payunicard.ge/ გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი - კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/მონაცემები არის უტყუარი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "ფეი უნიქარდი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.

შპს "ფეი უნიქარდი"-ს კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |