www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პირველადი ჩართვის სამსახურის ზეინკალი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჩართვის სამსახურის ზეინკლის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 18ა;
** ანაზღაურება შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა, მასალების რაციონალურად ხარჯვა;
** სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** გაზმომარაგების ობიექტების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების სამუშაოებში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
** მართვის მოწმობის ასლი.

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს COVID-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge და ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 სექტემბერი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |