www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის, მზა პროდუქციის და სამეურნეო საწყობში პროდუქციის მიღება/დასაწყობება/გაცემა
** საყინულე ოთახში პროდუქციის განთავსება
** საწყობის სანიტარულ/ჰიგიენური დასუფთავების გეგმის შესრულება და მონიტორინგი
** შეკვეთების მიღება, მომზადება და გადაცემა სტანდარტების, დადგენილი წესების და დროის შესაბამისად
** დასაწყობების პრინციპების FIFO და FEFO დაცვა და კონტროლი
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება
** პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი მიღებისას, დასაწყობებისას და დატვირთვისას
** პროდუქციის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საწყობის ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა
** ექსპორტისთვის პროდუქციის გამზადება/დასაწყობება მითითების შესაბამისად
** გამზადებული პროდუქციის გაცემის უზრუნველყოფა
** პროდუქციის დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა
** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ადგილმდებარეობა: ლილო

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ყოველთვიური კვების დანამატი
** სამოტივაციო პროგრამები
** სწავლებისა და განვითარების სისტემა
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |