www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოგასამართი სადგურის უფროსი მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის უფროსი მოლარე-ოპერატორის (ჩამსხმელის) პოზიციაზე ყაზბეგში.

გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (ყოველ სამ დღეში ერთხელ).
ანაზღაურება: 1032 + ბონუსი, 10 თეთრი თითოეულ გატარებულ ავტომობილზე (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
ბენეფიტები: ჯანრთელობის დაზღვევა და ნაქირავები ბინა ყაზბეგში

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების საწვავით გამართვა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@socar.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ავტო-გასამართი სადგურის უფროსი მოლარე-ოპერატორი ყაზბეგში".

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |