www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განაცხადის დამტკიცების სამსახურის მთავარი მეტექპირობე
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას განაცხადის დამტკიცების სამსახურის მთავარი მეტექპირობეს თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 18ა;
** ანაზღაურება შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** ბუნებრივი გაზის სფეროში (ტექნიკური მიმართულებით) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** განაცხადის შესწავლა კამერალურად და საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე გასვლით შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დადგენის მიზნით;
** საპროექტო სამუშოების წარმოებისთვის აუცილებელი მონაცემების მომზადება და გადაცემა შესაბამისი სამსახურისთვის;
** სამუშაოების წარმოების მიზნით პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** Microsoft Word;
** Microsoft Excel;
** Mail;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV).

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს COVID-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge და ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 სექტემბერი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებგვერდით - https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |