www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ელექტრო ენერგიით მომარაგების და რეგულირების უზრუნველყოფა (ტრანსფორმატორი, გენერატორი, სტაბილიზატორი, უწყვეტი ელ. ენერგიის წყარო (უპს);
** ელექტრო გამანაწილებელი კარადების შემოწმება/მომსახურება;
** საწარმოო დანადგარების ელექტრო კვანძების შემოწმება/მომსახურება;
** საწარმოში და მის ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარების მართვის კარადების მონიტორინგი და პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა;
** შენობის მართვის სისტემის მონიტორინგი;
** ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
** ელექტრო სისტემების დაყენება და შეკეთება;
** ელექტრო მოწყობილობების ეფექტური ფუნქციონირების და დროული შეკეთების უზრუნველყოფა;
** არსებული გათბობა/ვენტილაციის/ კონდიცირების და სამაცივრე სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** დაზიანებების და ავარიების ანალიზი და აღმოფხვრა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, ან პროფესიული განათლება, ელექტროობის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული, დღის და ღამის სმენა
** ადგილმდებარეობა: ლილო

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ყოველთვიური კვების დანამატი
** სამოტივაციო პროგრამები
** სწავლებისა და განვითარების სისტემა
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |