www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღები
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

სასტუმრო "ჰოლიდი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეიყვანოს პროგრამაში ყველა საჭირო მონაცემი;
** იქონიოს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე და საჭიროებისამებრ გაუწიოს კონსულტაცია ცენტრის სტუმრებს გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით;
** შეეცადოს გადაწყვიტოს და აღმოფხვრას გამაჯანსაღებელი ცენტრის სტუმართა ნებისმიერი პრობლემა;
** გაუფრთხილდეს გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ინვენტარს და ტექნიკას;
** აკონტროლოს ტრენაჟორების დარბაზისა და გამოსაცვლელი ოთახის გასაღებების გაცემა-დაბრუნება და ყოველი დღის ბოლოს გასაღებების აღწერა;
** აწარმოოს გამაჯანსაღებელი ცენტრის წევრების აღრიცხვა;
** მუდმივად იქონიოს კომუნიკაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის სხვა თანამშრომლებთან და მოახდინოს ყველა სიახლის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეტანა სამუშაო წიგნში;
** საჭიროებისამებრ შეასრულოს ამ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები.

საჭირო უნარები:

** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |