www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს საშუალო და მაღალი წნევების გაზსადენების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამსახურის ზეინკლის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 18ა;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** სასურველია მუშაობის ორწლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საჰაერო და მიწისქვეშა გაზგამანაწილებელ ქსელზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;
** მიწისქვეშა გაზსადენებზე იზოლაციის აღდგენის სამუშაოების ჩატარება;
** ჩამკეტი არმატურის მონტაჟი-დემონტაჟი;
** გაზსადენების სამონტაჟო სამუშაოების წარმოების დროს შემდუღებლის დახმარება;
** სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV).

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს COVID-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge და ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 სექტემბერი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებგვერდით - https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |