www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

უნიქარდი აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** ორგანიზაციის პერსონალური კომპიუტერებისა და ქსელის შეუფერხებელი მუშაობა და უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** გაუმართავი პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
** ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნა (Microsoft Windows);
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, გამართვა და კონფიგურირება;
** POS ტერმინალებთან წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება;
** ტექნიკური ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** ქსელის მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

აუცილებელი უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (cv) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - IT მხარდაჭერის სპეციალისტის.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.unicard.ge/

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი- კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/მონაცემები არის უტყუარი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.

შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |