www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დეველოპერი BPM გუნდში
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში დეველოპერის პოზიციაზე BPM-ის გუნდში

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** შესაძლებლობას იმუშაოთ ისეთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტში, როგორიც ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი და ა.შ.
** შემოქმედებით თავისუფლებას იმისთვის, რომ გადაჭრათ რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი ან მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
** Java ან Groovy პროგრამირების ენის გამოყენების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** JSON და XML ტიპის ინფორმაციის დამუშავების ცოდნა;
** სასურველია ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება Javascript (AngularJS Framework)-ის გამოყენების გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ბანკში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა
** ახალი ბიზნეს პროცესების შექმნა, დანერგვა
** არსებულ პროცესებში პროგრამული ხარვეზების გამოვლენა/მოგვარება
** ბიზნეს პროცესების ადმინისტრირებაში/მონიტორინგში ჩართულობა;

უნარები:

** მუდმივ პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დეველოპერი BPM გუნდში".

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი 2022წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |