www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი მექანიკოსი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი - აცხადებს ვაკანსიას უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გოლფის მოედნების ტექნიკური აღჭურვილობის ინსპექტირება, დიაგნოსტიკა და რემონტი
** გოლფის მოედნის თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი ტექნიკური აღჭურვილობის შენახვის, სათანადო წმენდასა და უსაფრთხოდ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით
** ტექნიკური აღჭურვილობის სწორი ექსპლუატაცია და შეკეთება
** ტექნიკური აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვის, საექსპლუატაციო ხარჯებსა და სარემონტო სამუშაოებზე ჩანაწერების წარმოება
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიცემული დავალებების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და კომპეტენციის ფარგლებში;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** პროფესიული ტექნიკური განათლება
** მსუბუქი და მძიმე ტექნიკის და საავტომობილო მოწყობილობების ტექნიკურ დონეზე ცოდნა
** მექანიკური პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება და უზრუნველყოფა
** შიდა წვის ძრავებისა და სათიბი მოწყობილობების თეორიული და ექსპლუატაციის დონეზე ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV მისამართზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |