www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

სს" ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება
განაცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბერი, 2022

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერნეტით და ქოლცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
** ონლაინ კონსულტაციის გაწევა:

- ტექნიკური მახასიათებლების მიწოდება,
- იქომერსის გვერდზე რეგისტრაციაში დახმარება,
- იქომერსით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემა.

** მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება
** მომხმარებლისათვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება
** სატელეფონო ზარის მეშვეობით მომხმარებლისათვის დახმარების გაწევა საჭირო ნივთის შეძენაში
** მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება: მარაგის ხელმისაწვდომობა და მაღაზიების რეზერვების გადამოწმება
** სატელეფონო ან ონლაინ ზარის დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)

პიროვნული მახასიათებლები:

** კონფლიქტების და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
** ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** მომხმარებელზე ფოკუსირება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამაჯერებლობა
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |