www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: რემონტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სამშენებლო მასალების მარკეტი "რემონტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თელავში.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების კონტროლი;
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** ფულის მიღება და გაცემა სათანადო წესით;
** საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება პროგრამაში, ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება;
** მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დღის ბოლოს, წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება, სისწორის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ბუღალტერიისთვის;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Word-ისა და Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 2 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე jokhadzesalome1@gmail.com. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |