www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ტუმბო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "ტუმბო" ეძებს კონსულტანტს ტექნიკის მაღაზიისთვის.

კომპანიის საქმიანობაა წყლის და ჰაერის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება-გაყიდვა.
** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა.
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის მოწესრიგება.
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (Word, Excel, Internet);
** სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: info@tumbo.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |