www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ბარი ამბავი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

ბარი "ამბავი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის (არასტანდარტული) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან.
სამუშაო გრაფიკი: 19:00- 04:00 თვეში მაქსიმუმ 15 სამუშაო დღე.
ასაკი: შეუზღუდავი;

ანაზღაურება: დღიური 50 ლარი (ხელზე ასაღები).

სამუშაო აღწერილობა:

** ბარის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის (შემოსასვლელი კარი, სადარბაზო, აივანი ტექნიკური, ელექტრო და მექანიზმების/დანადგარების) პერიოდული ვიზუალური დათვალიერება;
** ბარის ტერიტორიის პერიოდული ვიდეო-მონიტორინგი;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარება;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვა (კონფლიქტის პრევენცია და მართვა დაკავშირება გარე დაცვის სამსახურთან).

რას არ ვითხოვთ:

** დიპლომს;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
** ენების ცოდნას
** ყოველდღიურ 8 საათიან სამუშაო გრაფიკს (მოქნილია - ფუნქციის ადეკვატურად);

რას ვითხოვთ:

** კარგი კომუნიკაციის უნარს;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარს.
** კარგ ფიზიკურ მომზადებას (ორივე სქესის შემთხვევაში).
** ემოციურ ინტელექტს;
** ამოცანის დროული (გადაუდებელი) მოგვარების უნარს;
** კეთილსინდისიერებას ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით.
** პარასკევს და შაბათს ღამისთევას.

თუ თვლით, რომ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ უბრალო ელ ფოსტა (რეზიუმეს გარეშე) აქ: hrambavi@gmail.com.
"subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ორი სიტყვით მოგვწერე შენს შესახებ (თუ რამე მსგავსი გიკეთებია ან ზოგადად რა გიკეთებია).
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარი).

დაკავშირება რომ ყველასთან არ მოხდება თავადაც იცით.

სურვილის გამოხატვის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |