www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანებს შემდეგ პოზიციებზე: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, კალოუბნის კვარტალი #7
სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი; შაბათ-კვირას დასვენება.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების და დილერების მოძიება, სწორი პროდუქციის, ასორტიმენტის შეთავაზება კომპანიის ბიზნეს პროფილის მიხედვით;
** შეხვედრების ორგანიზება და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ კორპორაციულ დილერებთან და დილერებთან;
** მნიშვნელოვანი სიახლეების, აქციების მუდმივი შეთავაზება ყველა დილერისთვის და მათი პოზიციების შეჯერება ყველა პროდუქტთან მიმართებაში;
** კორპორაციული შეკვეთების მიღება, კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივების შეთავაზება, გაყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი;
** შესათავაზებელი ასორტიმენტის ფორმირება და მართვა მოთხოვნების შესაბამისად;
** დაქვემდებარებული კატეგორიების ასორტიმენტის შესყიდვების, გაყიდვებისა და მარაგების ანალიზი;
** კომპანიის არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი მუშაობა, კომუნიკაცია და განვითარებაზე ზრუნვა;
** შესათავაზებელი ფასების პოლიტიკის მართვა;
** კონკურენტი სადისტრიბუციო კომპანიების ასორტიმენტის კარგად ცოდნა კატეგორიების და ბრენდების მიხედვით;
** გაყიდვების და შესყიდვების დეპარტამენტთან, ბუღალტერიასთან და ბაზის ადმინისტრატორთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე
** ბაზრის კვლევის მეთოდების ცოდნა;
** ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული ან/და ინგლისური) ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ბაზრის კვლევის მეთოდების ფლობა
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ms-group.ge.
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება იმ რეგიონის მიხედვით რომლითაც ხართ დაინტერესებული.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |