www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიუთი ჰაბი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "Beauty Hub"-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ექსკლუზიურ, პრემიუმ ხარისხის, თავის მოვლის იტალიურ საშუალებებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ხორციელდება კომპანიის ოფისში;
** სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი, 5 სამუშაო საათი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსები გაყიდვიდან.

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** მუდმივ ტრენინგებსა და გაყიდვების უნარების ამაღლებას;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება ოფისიდან;
** კომპანიის პროდუქციის შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგი პიროვნული და კომუნიკაციური უნარები;
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs.beautyhub@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |