www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.mrcheveli.com

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბინაზე გამოძახებისას, ფლებოტომისტების ტრანსპორტირება მითითებულ მისამართზე;
** რეგიონული/ადგილობრივი ფილიალებიდან, პარტნიორი ლაბორატორიებიდან მასალების, გზავნილის, დოკუმენტების ტრანსპორტირება;
** სხვადასხვა ლოგისტიკური სამუშაოს შესრულება (ნივთების გადმოტვირთვა, საწყობში განთავსება, ბინულში წყლის შევსება და სხვა)
** კლინიკის ცენტრალური შესასვლელის გაღება და დაკეტვა, შესაბამისად, სამუშაო საათების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** მოწესრიგებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას
გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |