www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ფინანსური მენეჯერის მოვალეობები:

** ცენტრის ყველა საკომუნიკაციო არხზე მომხმარებელთან კონტაქტი ფინანსური მენეჯმენტის მხრივ.
** მომხმარებლებზე ზარების განხორციელება, ფინანსური მაჩვენებლების აღრიცხვა.
** კომუნიკაცია ყველა შესაბამის განყოფილებასთან და პირთან კლიენტების მომსახურების მიზნით.
** მომხმარებლების მიერ თანხის ჩარიცხვის კონტროლი და ადმინისტრირება.
** პრობლემურ კლიენტებთან მუშაობა. პრობლემური ქეისების მოგვარება.
** ცენტრის მიერ გამოყენებული ფინანსურ სისტემებში მუშაობა, ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი.
** Microsoft Office პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა და Online საკომუნიკაციო არხების ფლობა.
** სტრესულ, დინამიკურ რეჟიმში მუშაობის უნარ ჩვევები.
** ონლაინ ფინანსურ სისტემებთან;
** საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

სამუშაო დრო და ადგილი:

** სამუშაო გრაფიკი: სრული,
** სამუშაო ადგილი: ქ. თელავი ცენტრის ოფისი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: centerbmccinfo@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |