www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არადაკავშირებულ სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

** ჯგუფის მასშტაბით ფინანსური აღრიცხვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;
** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის (IFRS) საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი;
** ყოველი კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების დასრულების შემდეგ შედეგების ანალიზში ჩართულობა;
** კონსულტაცია ფინანსური აღრიცხვის საკითხებში;
** ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან თანამშრომლობა, ფინანსური რეპორტინგის გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობა;
** სპეციფიკური ტიპის ანგარიშგებების მომზადება;
** საერთაშორისო აღრიცხვის თემებზე ტექნიკური სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში ჩართულობა.

კვალიფიკაცია

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
** საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft Office;
** 1C.

მოხარული ვიქნებით, რომ შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ და ხალისიან გუნდს. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |