www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი რეანიმატოლოგი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი რეანიმატოლოგის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24-საათიანი მორიგეობა;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, ლიცენზიით ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** რეანიმაციის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** რეანიმაციის განყოფილებაში პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 05.10.2022-მდე ელექტრონულ მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |