www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "ბარაქა" რომელიც ოპერირებს საქართველოში აგრო ბიზნესში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას, ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალო, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მერაბ ალექსიძის ქ.13.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო გრაფიკი: 10.00-18.00
ანაზღაურება: 650 ლარი. NET

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში შემოსული სტუმრების თავაზიანი დახვედრა და გადამისამართება შესაბამის პირთან;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
** კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა;
** საფოსტო გზავნილების მიღება-ჩაბარება;
** ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის, კორპორატიული მობ.ბარათების და საწვავის ბარათების ბაზების მართვა
** საკანცელარიო საქონლის და ოფისისთვის ყველა საჭირო პროდუქციის ონლაინ შესყიდვის უზრუნველყოფა.
** ოფისის დამლაგებლის ზედამხედველობა;
და სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა აუცილებელია.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობიანი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: recruiting@baraka.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |