www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "თაბორი რიზორთსი - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი" აცხადებს ვაკანსიას მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერა გოლფის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში.

** მწვანე საფარის მომვლელთა საქმიანობის ზედამხედველობა;
** გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება;
** ხელმძღვანელის მითითებით ხე-მცენარეების გასხვლა/ფორმირება (ხმელი, დაზიანებული ტოტების მოჭრა, ტერიტორიიდან გამოტანა და სპეციალურ ადგილას დროებით განთავსება)
** არსებული ხე-მცენარეების შეწამვლა
** მცენარეების მოვლა/მორწყვა
** ბალახის გათიბვა, დასუფთავება და სხვა მოვლითი სამუშაოები
** მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის / ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
** ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
** წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
** ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
** საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
** გოლფის მოედნის მოვლა პატრონობისთვის განკუთვნილი აპარატურის და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
** საჭირო აპარატურის, აღჭურვილობის, მათი მოხმარებისთვის საჭირო დამხმარე ნაწილების მარაგების კონტროლი, შესაბამისი შესყიდვების ინიცირება. ამის შესახებ საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
** რეპორტების წარმოება გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერისთვის და მენეჯმენტისთვის მოთხოვნისამებრ
** ტრენინგების ჩატარება ახალი თანამშრომლებისთვის, ასევე დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/ ტრენინგი გოლფის მოედნის ტექნიკური გუნდისთვის;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა

საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

** პროფესიული ან აკადემიური განათლება, სასურველია აგრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა;
** სასურველია საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |