www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში.

"ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:

https://www.orkinglobal.com/
www.orkin.com
www.orkin.ge

"ორკინი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტის (გაყიდვების სპეციალისტი/ოფიცერი) პოზიციაზე.

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

** ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტი თბილისში
** ასაკი: 21-დან
** გრაფიკი: სრული განაკვეთი შრომის კოდექსის მიხედვით
** ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს ტელეფონით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით
** საჭიროა რომ თანამშრომელს ჰყავდეს ავტომობილი და იცოდეს ტარება (ბენზინს და ავტომობილის ცვეთას ანაზღაურებს დამსაქმებელი)

პერსპექტივა:

თანამშრომელს ექნება საშუალება განვითარდეს კარიერულად, გაყიდვების, მარკეტინგისა და კომერციული მომსახურების წარმოების მიმართულებით. მას ასევე საშუალება ექნება გაიცნოს შეისწავლოს და აითვისოს ისეთი დარგები, როგორიც არის:
სანიტარია, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობა, შენობის მოვლა პატრონობა, საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ეკოლოგია.

შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზიუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად.

გაყიდვების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ დამკვეთებთან კონტაქტზე გასვლა და შეხვედრების გაკეთება (სასურველია დღეში 2 შეხვედრა)
** გაყიდვებისთვის ბაზის (დამკვეთების, მისამართების, კონტაქტების) და განრიგის პერიოდული წარმოება და განახლება (თვე, კვირა, დღე);
** გენერალურ დირექტორთან (GM) ყოველი დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ანგარიშის ჩაბარება და ინფორმაციის გაცვლა ახალი პოტენციური დამკვეთის მოძიება-აყვანის მცდელობების შესახებ;
** ყოველ დღე პოტენციური კლიენტებზე კონტაქტზე გასვლის მცდელობები (შეხვედრა, იმეილი, ტელეფონი);
** შეთავაზების მომზადება, მიდევნება, კონტროლი, შეხსენება და პასუხის მიღება და საქმის შედეგამდე მიყვანა;
** პოტენციური კლიენტის შესაბამისი ობიექტების დათვალიერება, დოკუმენტირება, განფასება, შეთავაზების მომზადება, კონტრაქტის მომზადება და ხელმოწერამდე მიყვანა;
** კლიენტის ზეპირი კონსულტაცია;
** დამკვეთებისთვის დოკუმენტების მომზადება;
** საჭირო სტატისტიკის და ტრენდების წარმოება და გენერალურ დირექტორთან განხილვა.

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის გამოცდილება (თუნდაც პრაქტიკები)
** დაჭირდება ავტომობილის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია); თუ არ აქვს, უნდა იყოს მზად რომ უახლოეს კვირებში აიღოს მართვის მოწმობა
** ჩვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში სავალდებულოა საკუთარი ავტომობილი (ბენზინს და ცვეთის ნორმატს დამსაქმებელი უზრუნველყოფს) ან მისი შეძენა (არ აქვს მნიშვნელობა მანქანის ბიუჯეტს და წლოვანებას, მთავარია იყოს უსაფრთხო);
** დაჭირდება ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარის განვითარება;
** აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპონდენციის უნარის (ი-მეილით) განვითარება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი არ არის).

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კვალიფიკაცია!

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
** ემოციურად მდგრადი რომ პოტენციური ან არსებული კლიენტის პრეტენზიებს ჭკვიანურად და მოთმინებით გაუმკლავდეს
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
** კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა
** უნდა შეეძლოს უცნობ ადამიანებთან საუბრის წამოწყება; რიდის გადალახვა მოუწევს და უნდა ცადოს იყო გაბედული ამ მიმართულებით.
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
** აუცილებელია რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
** მუდმივად ეცადოს, გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება

განცხადებები მიიღება 5 ოქტომბრის ჩათვლით.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება 10 ოქტომბრამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ninutsa.davitashvili@orkin.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |