www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, კალოუბნის კვარტალი #7
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპანიის დილერებთან მუდმივი მუშაობა და განვითარება გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
** ახალი სარეალიზაციო არხის მოძიება, სწორი პროდუქტების, ასორტიმენტების შეთავაზება კომპანიის ბიზნეს პროფილის მიხედვით.
** შეკვეთების მიღება, კორექტირება საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივის შეთავაზება, გაყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი ლოჯისტიკის ჩათვლით;
** ფასების პოლიტიკის მართვა, როგორც სადილერო ასევე საცალო სარეკომენდაციო;
** კვირაში ერთხელ ქსელების მონიტორინგი, სად როგორ არის წარმოდგენილი ასორტიმენტი და შესაბამისი რეპორტის მიწოდება ხელმძღვანელთან არაუგვიანეს მონიტორინგის დასრულებიდან მეორე დღეს;
** ქსელებში წარმოდგენილი პრომოუტერების გაყიდვების კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობების მომზადება შესაბამის დეპარტამენტთან და მათი დაგეგმვა ქსელებთან;
** კონკურენტი სადისტრიბუციო კომპანიების კარგად ცოდნა პროდუქტ ჯგუფების და ბრენდების მიხედვით;
** შესყიდვების მენეჯერთან ერთად ჩართულობა შეკვეთებში და სავარაუდო გაყიდვების მიწოდება;
** დილერებთან მუდმივი კონტროლი, გაყიდვების და ნაშთების რეპორტების მიღება;
** სხვა შესასრულებელი საქმიანობა, რაც არ არის დადგენილი წინამდებარე სამუშაო - აღწერილობით, მაგრამ დაკავებული პოზიციიდანა და მოქმედი პრაქტიკიდან გამომდინარე ექცევა დასაქმებულის მიერ შესასრულებელ სამუშაოს სახეში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** APEX -ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია Retail - ში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |