www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: BME Georgia
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

საერთაშორისო ბრენდი HILTI-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში "შპს ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს ეიჩ ჯი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციისა და მომსახურების გაწევა;
** ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** სერვისში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების წარმოება და გახარჯული თანხების შესაბამისი ფორმატით ბუღალტერიისთვის მიწოდება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
** ოფისში შემოსულ ზარებსა და ელ.ფოსტაზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა, ასევე სასურველია, რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30, შაბათი: 10:00-14:00

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hilti.center@bme-ge.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |