www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან მანგანეზი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე, რომლის მიზანია ტოპოგრაფიული და გეოდეზიური რუკების, გეგმების, დიაგრამების, პროფილებისა და სხვა გრაფიკული მასალების მომზადება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ჭიათურა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს პროგრამული მონაცემების დამუშავებას საველე გეოდეზიური სამუშაოებისთვის;
** უზრუნველყოფს სიმაღლის ნიველირების განსაზღვრასა და დადგენას;
** ამზადებს საველე დოკუმენტაციას, როგორც ელექტრონული ისე მატერიალური სახით;
** ახორციელებს გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებსა და ამზადებს შესაბამისი პროექტებს;
** მეთვალყურეობს გეოდეზიურ კონტროლს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე;
** ასრულებს ტოპოგრაფიული და გეოდეზიური სამუშაოებს;
** აღრიცხავს გეოდეზიურ მასალებს ობიექტების ასაშენებლად, მიწის ნაკვეთების შესაბამისად;
** ამუშავებს საწყის გეოდეზიურ და საველე მონაცემებს;
** ამზადებს ტოპოგრაფიულ და გეოდეზიურ რუკებს, გეგმებს, დიაგრამებს, პროფილებსა და სხვა გრაფიკულ მასალებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამთო გეოლოგიური მიმართულებით);
** აუცილებელია თანამედროვე გეოდეზიურ აღჭურვილობებთან (ტაქეომეტრი, ლაზერული სკანერები, დრონები და ა.შ.) და თანამედროვე GIS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მაღალ ან/და საშუალო დონეზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

ბენეფიტები:

** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სატელეფონო ლიმიტი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გეოდეზისტი". კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ, შესაბამისი გამოცდილების მქონე, კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |