www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების და ფასთწარმოქმნის ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

აქ ოცნებების ასრულება რთული არ არის!

"ლაზიერის" გუნდი ვეძებთ წარმოების და ფასთწარმოქმნის ფინანსურ მენეჯერს!

თუ დატვირთული სამუშაო გრაფიკი შენთვის სირთულეს არ წამოადგენს, ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გაგაჩნია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მაშინ ყურადღებით გაეცანი ვაკანსიას და დავიწყოთ მომავალ შესაძლო თანამშრომლობაზე მუშაობა!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ქმნის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვისაც. საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით და მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (The Size`s Neolith®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით. ბრენდი ორიენტირებულია მაღალპროფესიონალურ მომსახურებასა და მუდმივ განვითარებაზე

გაეცანით კომპანიის პორტფოლიოს

დამატებით იხილეთ ვიდეო

"ლაზიერი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა რომელიც დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური კადრებით და ორიენტირებულია ძლიერი კადრების მოზიდვაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტინგი: თვის, კვარტლის და წლის ჭრილში;
** ფინანსური ბიუჯეტის მომზადება და მისი შესრულების კონტროლი;
** მოგება/ზარალის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** ფაქტობრივი შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
** პროექტების მომგებიანობის ანალიზი;
** პროექტების კალკულაცია, ბიუჯეტირება და კონტროლი;
** ფასთწარმოქმნის ფორმირება;
** სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ეკონომიკის განხრით;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამის (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მდებარეობა: ქ. თბილისი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

"ლაზიერი" განვითარებაზე ორიენტირებული, ენერგიული ახალგაზრდების მეგობრული გუნდია.
ჩვენი გუნდის თანადგომით შეგიძლიათ თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება, სწრაფი პროფესიული და კარიერული ზრდა. გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და მოქნილი სახელფასო სისტემა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების და ფასთწარმოქმნის ფინანსური მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადის განხილვა არ მოხდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |