www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ახალი დიზაინ-ოტელი "ხედი", აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

ჩვენ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს, რომლებიც მიისწრაფვიან პროფესიული განვითარებისკენ და კარიერული ზრდისკენ.

მოვალეობები:

** უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას ელექტრომომარაგების სისტემების, გათბობა, ცხელი და ცივი წყალმომარაგების, კანალიზაციის, ვენტილაციისა და კონდიცირების;
** ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სტრუქტურისა და მართვის სისტემის გაუმჯობესება;
** უზრუნველყოფს სასტუმროს გამართულ ტექნიკურ ექსპლუატაციას;
** დროულ და ხარისხიან რემონტს;
** სასტუმროს შენობების და სხვა ობიექტების ტექნიკური ექსპლუატაციის უსაფრთხოებას;
** სასტუმროს ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი მონიტორინგი, შეუფერხებელი მუშაობა და დროული შეკეთება, მიმდინარე სამუშაოების ხარისხის მუდმივ მონიტორინგი;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება, მათი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი;
** თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა;
** ახორციელებს დირექტორის სხვა მითითებებს ტექნიკური სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო სფეროში;
** სამშენებლო-სარემონტო სისტემების კარგი ცოდნა;
** თანამედროვე სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და ტექნოლოგიების კარგად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** უფასო კვება + ფორმა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: khedihr@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |