www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ბაგრატი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შ.პ.ს."ბაგრატი" წარმოადგენს კომპანია "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანია შ.პ.ს."ბაგრატის" საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს პრისეილერის ვაკანსიას (ზუგდიდი, სენაკი)

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა).
** საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომანქანის ყოლა (სავალდებულოა).
** სასურველია უმაღლესი განათლება.
** pocket-ში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.
** გუნდის მართვა და გუნდური მუშაობის უნარი.
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** შეკვეთის ფორმირება, მიწოდება ოპერატორთან.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მიზანდასახულობა

სამუშაო განრიგი:

** ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** სამუშაო საათები - 8:00-16:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე bagratihr@gmail.ru 07 ოქტომბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრისეილერი", რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

ტელ: 574157080

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |