www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკური სამონტაჟო სამუშაოების ჯგუფის უფროსის თანაშემწე
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მექანიკური სამონტაჟო სამუშაოების ჯგუფის უფროსის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** დაინტერესებულ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს სიმაღლის შიში;
** აუცილებელია მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია მოვალეობები:

** სააბონენტო ქსელში ოპტიკური და სატელეფონო კაბელების ჩადება და მონტაჟი;
** სააბონენტო ქსელში საკაბელო-საკანალიზაციო მეურნეობის ექსპლუატაციის სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სატელეფონო ჭისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენებაში მონაწილეობის მიღება და პროცესის ზედამხედველობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |