www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. #24
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: ხელზე 600 ლარი + ყოველთვიური ბონუსი (100-150 ლარი)

ჩვენ გთავაზობთ:

** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს, კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
** აუცილებელია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი".

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |